ინსტიტუტის კვლევითი პროგრამის უპირველესი მიზანია კავკასიის რეგიონისა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკის კვლევა ინტერდისციპლინური მიდგომის გამოყენებით. დასახული მიზნის განხორციელება მოიაზრება , მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი მიმართულებების განვითარებით: საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოების კვლევები, შედარებითი პოლიტოლოგიური კვლევები. კვლევითი პროექტის მიზანია შემდეგი თემების დაფარვა:
- კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციისა და დემოკრატიზაციის პრობლემები
- კავკასიის რეგიონის მოდერნიაზიისა და ევროპეიზაციის პერსპექტივები
- ადგილობრივ აქტორთა იდენტობები, ღირებულებები, ინსტიტუტები და პროცესები
- უსაფრთხოების პოლიტიკის მოდერნული და პოსტმოდერნული განზომილებები
- ლიბერალიზაცია და უსაფრთხოება: პოსტმოდერნიზმი უსაფრთხოებაში, შეიარაღება, კონფლიქტები და სხვა ტრადიცული საფრთხეები
- რეგიონის ადგილი რეგიონულ და ევროპულ კონტექსტში
- საერთაშორისო მოთამაშენი რეგიონში, მათი ინტერესები, ინსტიტუტები, პოლიტიკა და პოლიტიკური კულტურა



