კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა ჩართულია საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებში, სტუდენტთა და პროფესორ- მასწავლებელთა გაცვლის, საჯარო დისკუსიების და კონფერენციების ორგანიზების გზით. სკოლის პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან, რომლებიც მუშაობენ რეგიონული კვლევების მიმართულებით. 2009 წლიდან ჩატარდა საჯარო ლექციები და შეხვედრები წამყვან მკვლევარებთან და საზოგადოებრივ აქტივისტებთან, რომლებიც კავკასიის - განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიის - პრობლემებზე მუშაობენ.
2010 წ. 20-21 მარტს თბილისში ჩატარდა "ჯეიმსთაუნის" ფონდის (Jamestown Foundation) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩრდილო კავკასიის დიასპორების აქტივისტებმა, ასევე ცნობილმა მეცნიერებმა, მათ შორის პროფ. ნორმან სთოუნმა, მოშე გამერმა, მარია შენინგერმა და სხვებმა.
პარტნიორები:
თეირანის უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის ინსტიტუტი, ირანი
მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯაიმს მედისონის კოლეჯი, აშშ
ლიტვის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი
რატგერსის ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ
ჰელსინკის უნივერსიტეტი , ფინეთი



