დაიწყო განაცხადების მიღება სამაგისტრო პროგრამაზე: "საერთაშორისო და რეგიონული კვლევები: ევროპა და კავკასია."
სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კავკასიის რეგიონის თემატიკის შესწავლით და კვლევით. მაგისტრატურის კურსდამთავრებულები მიიღებენ რეგიონული და საერთაშორისო კვლევების მაგისტრის ხარისხს. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა კონკურსის საფუძველზე გამოყოფს გარკვეული რაოდენობის სტიპენდიას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს აუნაზღაურებს თბილისში ცხოვრების ხარჯებს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.
დეტალური ინფორმაცია მიღების პირობებსა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ



