კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია

3 აპრილს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია.  კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა (კკსს) წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მშვიდობის, დემოკრატიის  და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის ერთობლივ ინიციატივას. კკსს იქნება კავკასიის რეგონული კვლევების ინტერდისციპლინური  ცენტრი, რომელიც მაღალი დონის სასწავლო და კვლევითი პროგრამებით იქნება დაკავებული. სკოლა გეგმავს, მიიზიდოს ახალგაზრდები და მკვლევარები რეგიონიდან, ასევე კავკასიით დაინტერესებული ადამიანები სხვა ქვეყნებიდან.

სკოლის უპირველესი ამოცანა მაღალი აკადემიური დონის  მიღწევაა. ამავე დროს, სკოლა შექმნის პროფესიული თანამშრომლობისა და დიალოგის ფორუმს მკვლევართა და ახალგაზრდებისათვის რეგიონში, რომელიც კვლავ ვერ გადაულახავს კონფლიქტები. ამგვარად კკსს, როგორც არაპოლიტიკური ორგანიზაცია, გეგმავს ხელი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილობას და დემოკრატიას ამ მომხიბლავ მხარეში.

გალერეა

ბმულები

 

porno sikis sex hikaye porno izle
?>